თუ კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით არ მოიწონებს (უარყოფს) რეაბილიტაციის გეგმის პროექტს, სასამართლო უფლებამოსილია რეაბილიტაციის /რეაბილიტაციის მიმართვის საფუძველზე, ამ კანონის 83-ე მუხლის შესაბამისად დაამტკიცოს რეაბილიტაციის გეგმა, თუკი ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები: ა) არაუზრუნველყოფილ ან უზრუნველყოფილ კრედიტორთა ჯგუფმა ამ კანონით დადგენილი უმრავლესობით მოიწონა შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტი; ბ) სასამართლოს მიაჩნია, რომ შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტი განხორციელდება და კრედიტორთა უფლებები დაცულია ამ თავის შესაბამისად.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
Article 84. კრედიტორთა კრების მიერ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის უარყოფა
Consolidation №5 Verified against the current consolidation · 24 Jun 2026
Topics:Insolvency Proceedings

