რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.თუ გამოვლინდება, რომ რეაბილიტაციის გეგმა მოტყუებით ან თაღლითურად დამტკიცდა, სასამართლო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, დამტკიცებიდან არაუგვიანეს 6 თვისა გააუქმოს დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმა.
2.რეაბილიტაციის გეგმის გაუქმების შესახებ განჩინება უნდა ითვალისწინებდეს იმ კეთილსინდისიერი პირის სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, რომლისთვისაც რეაბილიტაციის გეგმა სანდო და მართლზომიერი იყო. ამავე განჩინებით უქმდება მოვალის ვალდებულებებისგან გათავისუფლების პირობა.
3.ამ კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია დაინტერესებული კრედიტორის განცხადების საფუძველზე დამტკიცებულ რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილება შეიტანოს და, თუ კრედიტორის განცხადებას დასაბუთებულად მიიჩნევს, გაითვალისწინოს მისი მოთხოვნის კრედიტორთა შესაბამისი ჯგუფისთვის დადგენილი წესით, მოთხოვნის პროპორციულობის პრინციპის დაცვით დაკმაყოფილება. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო მოვალეს მოუსმენს.
These lawyers work in the legal area related to this article.