1.განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ დაგეგმილი მშენებლობისას საინფორმაციო დაფა უნდა განთავსდეს იმ თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის ადმინისტრაციული შენობის მახლობლად, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის დაგეგმილი მშენებლობა, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილზე.
2.განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ დაგეგმილი მშენებლობისას საჯაროობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ამ დადგენილების მე-40 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ადგილმდებარეობის მითითების დამატებით. თავი IX მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება
