1.
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.დეპარტამენტი უფლებამოსილია საქმიანობის განმახორციელებელ პირს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, მისთვის ნებისმიერი პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციის) საფუძველზე ამ საფრთხესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია მოსთხოვოს.
3.თუ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დადასტურდება მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის არსებობა, დეპარტამენტი უფლებამოსილია საქმიანობის განმახორციელებელ პირს: ა) მოსთხოვოს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება; ბ) მისცეს რეკომენდაციები მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
4.საქმიანობის განმახორციელებელ პირს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განუხორციელებლობისთვის ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
5.მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას აკონტროლებს დეპარტამენტი.
6.თუ საქმიანობის განმახორციელებელი პირი არ ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიას აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით.
7.საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია აანაზღაუროს გარემოსდაცვითი პროგრამიდან ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად გაწეული ხარჯები. აღნიშნული ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე.
These lawyers work in the legal area related to this article.