1.მეწარმის საფირმო სახელწოდება არის სახელი, რომელიც ასეთად რეგისტრირებულია რეესტრში და რომლითაც მეწარმე საქმიანობას ახორციელებს.
2.მეწარმის საფირმო სახელწოდებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინდივიდუალური მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის სახელი ან/და გვარი. ასევე შესაძლებელია საფირმო სახელწოდება შეირჩეს სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის საგნის მიხედვით ან იყოს ფანტაზიის ნაყოფი ამ მუხლის მე-5−მე-8 პუნქტებით დადგენილი პირობების დაცვით.
3.მეწარმის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს მისი სამართლებრივი ფორმის აღმნიშვნელ დამატებას: ა) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − „ინდივიდუალური მეწარმე“ ან „ინდმეწარმე“; ბ) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში − „სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება“ ან „სპს“; გ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში − „კომანდიტური საზოგადოება“ ან „კს“; დ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში − „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება“ ან „შპს“; ე) სააქციო საზოგადოების შემთხვევაში − „სააქციო საზოგადოება“ ან „სს“; ვ) კოოპერატივის შემთხვევაში − „კოოპერატივი“ ან „კოოპ.“.
4.
