1.შერწყმის/გაყოფის გეგმას ამტკიცებს საერთო კრება ამ კანონის 61-ე მუხლით დადგენილი წესით. საერთო კრების მიერ შერწყმის/გაყოფის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა.
2.საერთო კრებაზე შერწყმის/გაყოფის გეგმასთან ერთად კენჭი ეყრება შემძენი სამეწარმეო საზოგადოების წესდებაში ცვლილებების პროექტს ასეთი ცვლილებების განხორციელების საჭიროების შემთხვევაში, ხოლო ახალი სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნების შემთხვევაში კენჭი ეყრება ახალი სამეწარმეო საზოგადოების წესდების პროექტს.
