1.თუ შემძენი სამეწარმეო საზოგადოება ფლობს მიერთებული სამეწარმეო საზოგადოების წილების სულ მცირე 90 პროცენტს, მაგრამ არ ფლობს მთელ წილებს, ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 66-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით, 69-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებითა და 70-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, თუკი პარტნიორებს აქვთ ამ კანონის 75-ე მუხლით დადგენილი წესით წილების გამოსყიდვის უფლება.
2.თუ შემძენი სამეწარმეო საზოგადოება ან მისი დავალებით მოქმედი მესამე პირი მიერთებული სამეწარმეო საზოგადოების მთელ წილებს ფლობს, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის 66-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, 68-ე მუხლით, 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-4 პუნქტით და 70-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.
3.თუ შემძენი სამეწარმეო საზოგადოებები გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების მთელ წილებს ფლობენ, გაყოფის შესახებ გადაწყვეტილების გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების საერთო კრების მიერ დამტკიცება საჭირო არ არის.
4.
