Article 9^1. სახელმწიფო მმართველობა მიწის გამოყენებისა და დაცვის დარგში
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების თანახმად, მიწის გამოყენებისა და დაცვის დარგში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებენ სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭო, სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები, აგრეთვე საამისოდ სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156 მუხლი 9 2 . საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა მონაწილეობა მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში პროფესიული კავშირები, ახალგაზრდობის ორგანიზაციები, ბუნების დაცვის საზოგადოებები, სამეცნიერო საზოგადოებები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომითი კოლექტივები, აგრეთვე მოქალაქენი ხელს უწყობენ სახელმწიფო ორგანოებს მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში. საზოგადოებრივი ორგანიზაციები და შრომითი კოლექტივები მონაწილეობენ მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფისათვის საქმიანობაში სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის, აგრეთვე საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წესდებების (დებულებების) შესაბამისად. სახელმწიფო ორგანოები მოვალენი არიან მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებათა განხორციელებისას ყოველმხრივ გაითვალისწინონ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა წინადადებანი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944ა - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985 წ., მუხ.26.
