საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი უფლებამოსილების შესაბამისად: ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკას; იღებს ზომებს სახელმწიფო უშიშროებისა და ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, მოქალაქეების უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად; ახორცილებს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამას, ქმნის პირობებს ადგილობრივი მმართველობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფუნქციონირებისათვის; შეიმუშავებს და წარუდგენს პარლამენტს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და ასრულებს დამტკიცებულ სახელმწიფო ბიუჯეტს; განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, დეპარტამენტებისა და სხვა დაქვემდებარებულ ორგანოთა ფუნქციებს, ამტკიცებს მათი საქმიანობის დებულებას, შენახვის ხარჯებს მმართველობის ორგანოების შესახებ ასიგნებათა ფარგლებში, კონტროლსა და კოორდინაციას უწვეს მათ საქმიანობას; უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებისა და საკუთარი ნორმატიული გადაწყვეტილებების შესრულებას.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
Article 12. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კომპეტენციის ზოგადი საკითხები
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 15 Mar 1994
