საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი: იღებს ზომებს მოქალაქეების უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს ინტერესების დაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებისათვის; ახორციელებს კონტროლს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და სხვა საქვეუწყებო ორგანოთა მიერ კანონმდებლობის შესრულებისადმი, განსაზღვრავს მეურნეობაში სამართლებრივი მუშაობის ძირითად მიმართულებებს; ზრუნავს ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში სამართლებრივი რეგულირების სრულყოფისათვის; იღებს ზომებს მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფისათვის; უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეაჩეროს სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების აქტების მოქმედება, გააუქმოს სამინისტროებისა და თავისი სხვა საქვეუწყებო ორგანოების კანონსაწინააღმდეგო აქტები.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
Article 15. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ძირითადი უფლებამოსილებანი კანონიერების უზრუნველყოფის სფეროში
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 15 Mar 1994
