საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი: განაგებს სახელმწიფო ქონებას, ქმნის საკუთრების ყველა ფორმის განვითარებისათვის შესაფერის პირობებს; ეკონომიკური და სამართლებრივი საშუალებებით რესპუბლიკის ტერიტორიაზე აწესრიგებს მეურნეობის ყველა დარგისა და საკუთრების სუბიექტების საქმიანობას; აწესებს ეროვნული შემოსავლის გამოყენებისა და მეურნეობის განვითარების რაციონალურ პროცესებს, შეიმუშავებს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგნოზებს; ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას ფულის მიმოქცევისა და კრედიტის სფეროში; შეიმუშავებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტს, ადგენს ფასწარმოქმნის წესს; ახორციელებს შრომის ანაზღაურების საერთო პოლიტიკას; ორგანიზაციას უწევს და არეგულირებს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობებს; აწესებს კვოტებს და საბაჟო გადასახადს, წარმართავს საბაჟო სამსახურს; განაგებს რესპუბლიკის ბუნებრივ რესურსებს, აწესებს ბუნებათსარგებლობის ლიმიტებსა და ნორმატივებს.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
Article 14. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ძირითადი უფლებამოსილებანი ეკონომიკის სფეროში
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 15 Mar 1994
