„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 26. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები
1. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს , იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის რეგულირებისა და ზედამხედველობის ფარგლებში , „ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის , ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განახორციელოს შემდეგი უფლებამოსილებები : ა ) ნებისმიერ პირს მოსთხოვოს და მიიღოს დოკუმენტები / ინფორმაცია ( მათ შორის , კონფიდენციალური ); ბ ) მოითხოვოს ცალკეულ ქმედებათა განხორციელების შეწყვეტა , თუ ეს ქმედებები საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება ; გ ) დანიშნოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ადმინისტრატორი ; დ ) დანიშნოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ლიკვიდატორი ; ე ) რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე შეამოწმოს ემიტენტი / მოვალე როგორც ადგილზე , ისე დისტანციურად ზედამხედველობით ( მათ შორის , შეამოწმოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა / რეფინანსირების პროგრამა ); ვ ) „ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად კომერციული ბანკის , კომერციული ბანკის ადმინისტრატორის ან მაკონტროლებელი პირის მიმართ გამოიყენოს იმავე კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საზედამხედველო ზომა ან / და სანქცია ( ფულადი ჯარიმა ); ზ ) თავის მიერ დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ინფორმაცია დამრღვევი პირისა და მის მიერ ჩადენილი დარღვევის შესახებ ; თ ) გასცეს ავტორიზაცია იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებისთვის ან გააუქმოს იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებისთვის გაცემული ავტორიზაცია , გასცეს თანხმობა იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განხორციელებაზე ; ი ) გასცეს სავალდებულო წერილობითი მითითებები ; კ ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები ; ლ ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები .
2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონის აღსრულების მიზნით გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები , რომლებითაც განისაზღვრება უზრუნველყოფის აქტივების შესაბამისობის დამატებითი მოთხოვნები , ის მაქსიმალური ლიმიტი , რომელსაც არ უნდა აჭარბებდეს ემიტენტის / რეფინანსირების ბანკის მოვალის უზრუნველყოფის აქტივები მის მთლიან აქტივებთან შეფარდებისას , პროგრამის სტრუქტურული მახასიათებლები , უზრუნველყოფის აქტივების აღრიცხვის წესი , უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის , პროგრამის ადმინისტრატორისა და პროგრამის ლიკვიდატორის დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხები , მათი უფლებები და მოვალეობები , აგრეთვე ემიტენტის / რეფინანსირების ბანკის მოვალის მიერ ინფორმაციის გამჟღავნების დამატებითი ვალდებულებები .
