„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 9. რეფინანსირების ბანკის იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა
ამ თავის დებულებები შესაბამისად ვრცელდება აგრეთვე რეფინანსირების ბანკის იპოთეკური ობლიგაციების პროგრამაზე . საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეფინანსირების ბანკი ან / და რეფინანსირების ბანკის მოვალე გაათავისუფლოს ამ თავით განსაზღვრული ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან , თუ დაკმაყოფილდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების ინსტრუმენტებისა და იპოთეკური ობლიგაციების ვადიანობის , მათი გეგმური და ადრეული დაფარვის რეჟიმების თავსებადობასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნები . თავი IV იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად ავტორიზაციისა და თანხმობის მოპოვება ; პროგრამის კრედიტორთათვის ინფორმაციის მიწოდება
