1.აქტივი უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანების ნაწილად მიიჩნევა ამ პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან . უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში აქტივის რეგისტრაცია ხორციელდება : ა ) ამ კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტითა და მე -6 პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებით − საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იმ ხელშეკრულებების სიის რეგისტრაციით , რომლებიდანაც აღნიშნული მოთხოვნები წარმოიშობა ; ბ ) სხვა აქტივებთან მიმართებით − ემიტენტის მიერ ან ამ კანონის მე -5 მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − რეფინანსირების ბანკის მოვალის მიერ წარმოებულ შესაბამის რეესტრში მათი რეგისტრაციით .
2.ემიტენტი / რეფინანსირების ბანკის მოვალე ვალდებულია შეამოწმოს , რომ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში დასარეგისტრირებელი აქტივები აკმაყოფილებდეს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს ( მათ შორის , მათზე არ ვრცელდებოდეს რომელიმე ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიება ). ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ემიტენტი / რეფინანსირების ბანკის მოვალე პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .
3.ემიტენტის / რეფინანსირების ბანკის მოვალის მიერ ან მათი ინიციატივით უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში შესაბამისი აქტივის ( გარდა დერივატივებიდან გამომდინარე მოთხოვნებისა ) რეგისტრაციას მესამე პირთა ( მათ შორის , მსესხებლის ) თანხმობა არ სჭირდება .
4.დაუშვებელია უზრუნველყოფის აქტივების რეესტრიდან უზრუნველყოფის აქტივის ამორიცხვა უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის ნებართვის , ხოლო შესაბამის შემთხვევაში − პროგრამის ადმინისტრატორის / პროგრამის ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე . ამ პუნქტით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება ან დადებული ნებისმიერი გარიგება ბათილია .
5.აკრძალულია უზრუნველყოფის აქტივების რეესტრიდან უზრუნველყოფის აქტივის ამორიცხვა , თუ ეს გამოიწვევს ამ კანონით ანმის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი რომელიმე მოთხოვნის დარღვევას .
6.ამ მუხლის მე -5 პუნქტით დადგენილი აკრძალვა არ ვრცელდება პროგრამის განცალკევების შემდეგ პროგრამის ადმინისტრატორის / პროგრამის ლიკვიდატორის მიერ დადებულ იმ გარიგებებზე ( ტრანზაქციებზე ), რომელთა მიზანია იპოთეკური ობლიგაციებიდან / რეფინანსირების ინსტრუმენტებიდან და რეგისტრირებული დერივატივებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება ან პროგრამის მართვის ხარჯების ანაზღაურება .
7.ემიტენტის / მოვალის მიერ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრის წარმოებისა და რეესტრში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესი დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით .



