1.დამფუძნებელი ვალდებულია: ა) აწარმოოს მის მიერ დაფუძნებული ყველა საპენსიო სქემის აღრიცხვა ცალ-ცალკე და განაცალკევოს საპენსიო აქტივის დანაგროვი საკუთარი ქონებისაგან; ბ) გახსნას ცალკე საბანკო ანგარიში არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განსახორციელებლად; გ) აწარმოოს გადახდილი საპენსიო შენატანების, საპენსიო დანაგროვებისა და გაცემული პენსიების აღრიცხვა; დ) განახორციელოს „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული სათანადო პროცედურები აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად, თუ ეს დამფუძნებელი ამ შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტია.
2.დამფუძნებლები კვარტალში ერთხელ და წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენენ ანგარიშს. წლიურ ანგარიშში უნდა აისახოს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ანგარიშებისა და ანგარიშგების წარმოების სისწორის იმ აქტივების შეფარდებითი ღირებულების შესახებ, სადაც განთავსებულია საპენსიო, მათ შორის, მუდმივი პენსიის გაცემის დანაგროვები.
3.აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია: ა) აწარმოოს საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების ცალ - ცალკე აღრიცხვა; ბ) განახორციელოს თითოეული საპენსიო სქემის მიხედვით მისთვის გადაცემული საპენსიო დანაგროვებისა და ინვესტირების შედეგად მიღებული მოგების აღრიცხვა; გ) დამფუძნებელს წარუდგინოს აუცილებელი დოკუმენტები, რომელთა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი; დ) გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში, რომელიც წარედგინება საქართველოს ეროვნულ ბანკს.
4.სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია: ა) აღრიცხოს თითოეული საპენსიო სქემის საპენსიო დანაგროვი ცალ-ცალკე; ბ) განაცალკევოს საპენსიო სქემების მიხედვით და ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული საპენსიო დანაგროვები ერთმანეთისაგან; გ) განაცალკევოს საპენსიო დანაგროვი საკუთარი და სამართავად მისთვის მინდობილი ქონებისაგან; დ) აქტივების მმართველი კომპანიის სახელზე გახსნას ცალკე საბანკო ანგარიში აქტივების მართვასა და ინვესტირებასთან დაკავშირებული ანგარიშების წარმოებისათვის.
5.საპენსიო და მუდმივი პენსიის დანაგროვთა ოდენობა განისაზღვრება აქტუარული დათვლებით.
6.აქტივების მმართველი კომპანია და სპეციალიზებული დეპოზიტარი საქართველოს ეროვნულ ბანკს ანგარიშებს წარუდგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1813 - სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.155 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4325 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.440 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.174 საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2142 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. თავი VII არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სახელმწიფო რეგულირება და სტიმულირება მუხლი 30. არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში ურთიერთობათა მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკი. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1813 - სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.155 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4325 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.440 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.174
