1.სისხლის დაწესებულებამ და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკმა შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა აწარმოონ დოკუმენტაცია, რომელშიც აღწერილი იქნება მათ მიერ განხორციელებულ თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული მახასიათებლები, პროცედურები და ჩანაწერები. ამასთანავე, ჩანაწერები უნდა წარმოებდეს ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. სისხლის დაწესებულებამ და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკმა დადგენილი წესით უნდა აწარმოონ სამედიცინო დოკუმენტაცია განხორციელებული საქმიანობის შესახებ და უნდა განახორციელონ სათანადო ინსტრუქციების, სასწავლო და საცნობარო სახელმძღვანელოებისა და ანგარიშგების ფორმების დოკუმენტირება.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია კანონით დადგენილი წესით უნდა იყოს ხელმისაწვდომი კომპეტენტური ორგანოსთვის მის მიერ ინსპექტირებისა და კონტროლის განხორციელების პროცესში.






