1.მიკრობანკი თავის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოს ეროვნულ ბანკს წლიურ ანგარიშთან ერთად წარუდგენს ინფორმაციას მესაკუთრის შესახებ და აღნიშნავს, ადასტურებს თუ არა ამ ინფორმაციის სიზუსტეს.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ
1.მიკრობანკი თავის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოს ეროვნულ ბანკს წლიურ ანგარიშთან ერთად წარუდგენს ინფორმაციას მესაკუთრის შესახებ და აღნიშნავს, ადასტურებს თუ არა ამ ინფორმაციის სიზუსტეს.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე ვალდებულია ყოველი წლის აპრილში საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განახლებული ინფორმაცია შეცვლილი გარემოებების შესახებ ან დაადასტუროს, რომ გარემოებები არ შეცვლილა.
3.მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
4.მიკრობანკი ვალდებულია ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიკრობანკის თითოეული ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მისი წილის 10 პროცენტზე მეტს (წილის ოდენობის მითითებით), ეს ინფორმაცია (აგრეთვე ინფორმაცია ბენეფიციარ მესაკუთრესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილების თაობაზე) მიაწოდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს და საჯაროდ გამოაქვეყნოს თავის წლიურ ანგარიშში. საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებისა და გამოქვეყნების წესს, რომელიც ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ეკისრება იმ ბენეფიციარ მესაკუთრეს, რომლის ვინაობის დადგენაც მიკრობანკს არ შეუძლია, ვინაიდან მის სასარგებლოდ ნომინალურ მფლობელობას განვითარებულ ქვეყნებში განთავსებული და აღნიშნულ ქვეყნებში შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საკლირინგო ორგანიზაციები ან საერთაშორისო დეპოზიტარები ახორციელებენ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.