1.საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკს მოსთხოვოს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის შესახებ განახლებული ან დამაზუსტებელი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ
1.საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკს მოსთხოვოს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის შესახებ განახლებული ან დამაზუსტებელი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე შესაბამის ინფორმაციას/დოკუმენტაციას არ წარადგენს ან, საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე ვეღარ აკმაყოფილებს შესაფერისობის კრიტერიუმებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მას: ა) შეუჩეროს ხმის უფლება და მოსთხოვოს მის საკუთრებაში არსებული წილის 60 დღის ვადაში 10 პროცენტამდე შემცირება; ბ) უვადოდ შეუჩეროს ხმის უფლება.
3.პირს უფლება აქვს, მიკრობანკის წილის შეძენაზე უარის თქმის, ხმის უფლების შეჩერების ან/და მის საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე შემცირების მოთხოვნის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.
4.ხმის უფლების შეჩერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს, ისარგებლოს მხოლოდ წილის 10 პროცენტის შესაბამისი ხმის უფლებით. თავი IV. საკუთრების უფლება და მართვა
Describe your situation — we'll help you find the right specialist.