1. ან (შემდგომ – განმცხადებელი), რომელიც აპირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძინოს წილი იმ ოდენობით, რომ ამ კომერციული ბანკის კაპიტალში მისი პირდაპირი/ 10, 20, 30 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ან/და მოიპოვებს მნიშვნელოვან გავლენას ან კონტროლს კომერციულ ბანკზე, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა, ვალდებულია ეროვნულ ბანკს პირადად, წარმომადგენლის ან ბანკის მეშვეობით წარუდგინოს შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი წილის შეძენის/ცვლილების დასადგენად, გაითვალისწინება პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მფლობელობაში არსებული წილების ჯამური ოდენობა.
2.განმცხადებლის წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა წარედგინოს დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც განმცხადებლისთვის ცნობილი გახდება აღნიშნული ფაქტის შესახებ. ეროვნული ბანკის მიერ მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, პირმა არ უნდა გამოიყენოს მნიშვნელოვანი წილის ფლობასთან დაკავშირებული ხმის უფლებები და სხვა უფლებამოსილებები. განმცხადებლის წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენისას, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება არსებობს მიუხედავად იმისა, გეგმავს თუ არა შემძენი იმ ოდენობის წილის გასხვისებას, რომ მის მფლობელობაში არსებული წილი ზღვრულ ოდენობას დაუბრუნდეს.
3.მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ეროვნული ბანკი შეისწავლის წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და ითვალისწინებს შემდეგ შესაფერისობის კრიტერიუმებს: ა) განმცხადებლის რეპუტაციას, რაც მოიცავს მის სანდოობასა და სათანადო კომპეტენციას; ბ) განმცხადებლის მიერ ბანკის ადმინისტრატორად შერჩეული პირის (ასეთი უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში) შესაბამისობას ამ კანონითა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან; გ) განმცხადებლის ფინანსურ სიმყარეს; დ) ბანკის შესაბამისობას პრუდენციულ საზედამხედველო მოთხოვნებთან განმცხადებლის მიერ წილის შეძენის შემდგომ; ე) განმცხადებელთან/ტრანზაქციასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების არარსებობას.
4.პირს ეკრძალება იყოს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.
5.განმცხადებლის შესაფერისობის შეფასებისას ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს პროპორციულობის პრინციპით, რაც გულისხმობს შეფასების კრიტერიუმების შეფასებას ბანკის ზომის, შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის პროფილისა და კომპლექსურობის, წილის ოდენობის, შემძენის სახის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, პირდაპირი/არაპირდაპირი მფლობელი/შემძენი), წილის შეძენის მიზნისა და ბანკზე შესაძლო ზეგავლენის მიხედვით. პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად განისაზღვრება შეფასების ინტენსივობის ხარისხი, შეფასების პროცედურა და წარსადგენი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი. პროპორციულობის პრინციპი არ ვრცელდება განმცხადებლის რეპუტაციის შეფასების ფარგლებში მისი სანდოობის შეფასებზე.
6.ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრება მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ შემძენს. ეროვნული ბანკის თანხმობით დასაშვებია ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა შუალედური მფლობელის სახელით.
7.თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, იგი უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონითა და მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გარდა, მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, კონფიდენციალური).
8.კომერციული ბანკის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, რომელიც აპირებს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გაყიდოს კომერციული ბანკის იმ ოდენობის წილი, რომ ამ კომერციული ბანკის კაპიტალში მისი წილი 10, 20, 30 ან 50 პროცენტს ჩამოსცდება, ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს აღნიშნული ტრანზაქციის თაობაზე მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას.
9.კომერციული ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის ნებისმიერი ცვლილების (მათ შორის, მისთვის ცნობილი, წილის ფლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების) შესახებ.
10.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის კრიტერიუმების შინაარსი, მნიშვნელოვანი წილის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები, წარსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შეფასების წესი და პროცედურა.
11.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურები. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5228 – ვებგვერდი, 30.10.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1796 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2603 − ვებგვერდი, 10.03.2023წ.
Compare versions
1. პირი ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი (შემდგომ – დეკლარანტი), რომელიც აპირებს შეიძინოს კომერციული ბანკის წილი იმ ოდენობით, რომ ამ კომერციული ბანკის კაპიტალში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (ბენეფიციარი მესაკუთრეების) პირდაპირი/ არაპირდაპირი მონაწილეობა 10, 25 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ვალდებულია ეროვნულ ბანკს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარუდგინოს შესაფერისობის დეკლარაცია (შემდგომ – დეკლარაცია) და ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ. 1 1 . მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ეროვნული ბანკი შეისწავლის წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და ითვალისწინებს დეკლარანტის რეპუტაციასა და ფინანსურ მდგომარეობას, მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის შედეგად კომერციული ბანკის მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის ცვლილების პოტენციურ გავლენას ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობასა და მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის გამჭვირვალობაზე, აგრეთვე აღნიშნულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს. 2. დეკლარაციაში დეკლარანტი მიუთითებს: ა) მის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) ინფორმაციას, რომ იგი არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ან აღნიშნავს, რომ, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ოპერაციის შედეგად ასეთი ბენეფიციარი მესაკუთრე (მესაკუთრეები) არ იქნება; დ) ინფორმაციას, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრე არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის; ე) მის საკუთრებაში არსებული წილის რაოდენობას ამ ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში; ე 1 ) მნიშვნელოვანი წილის შეძენისათვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას; ვ) მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, იმ ბენეფიციარი მესაკუთრის საკუთრებაში აღმოჩენილი წილის რაოდენობას, რომლის წილიც აჭარბებს 10, 25 ან 50 პროცენტს; ზ) დასკვნას ბენეფიციარი მესაკუთრის დეკლარაციაზე (მისი წარმოდგენის შემთხვევაში), რომელშიც აისახება, ადასტურებს თუ არა იგი ბენეფიციარი მესაკუთრის დეკლარაციაში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტეს. 2 1 . შესაძლებლობის შემთხვევაში დეკლარანტი თავის დეკლარაციას დაურთავს ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მიერ შევსებულ დეკლარაციას (დეკლარაციებს). 3. თუ დეკლარანტის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრე არ არსებობს, იგი ამის შესახებ მიუთითებს დეკლარაციაში და არ ავსებს დეკლარაციის იმ ნაწილებს, რომლებიც შეეხება ბენეფიციარ მესაკუთრეს. 4. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, იგი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მათ შორის, ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური). 5. კომერციული ბანკის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, რომელიც აპირებს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გაყიდოს კომერციული ბანკის წილი იმ ოდენობით, რომ ამ კომერციული ბანკის კაპიტალში მისი ან ბენეფიციარი მფლობელის წილი 10, 25 ან 50 პროცენტს ჩამოსცდება, ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას აღნიშნული ტრანზაქციის თაობაზე. 6. კომერციული ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის კრიტერიუმების ნებისმიერი ცვლილების შესახებ. 7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურები. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5228 – ვებგვერდი, 30.10.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. [მუხლი 8 1 . შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება 1. პირი ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი (შემდგომ – განმცხადებელი), რომელიც აპირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძინოს კომერციული ბანკის წილი იმ ოდენობით, რომ ამ კომერციული ბანკის კაპიტალში მისი პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა 10, 20, 30 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ან/და მოიპოვებს მნიშვნელოვან გავლენას ან კონტროლს კომერციულ ბანკზე, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა, ვალდებულია ეროვნულ ბანკს პირადად, წარმომადგენლის ან ბანკის მეშვეობით წარუდგინოს მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი წილის შეძენის/ცვლილების დასადგენად, გაითვალისწინება პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მფლობელობაში არსებული წილების ჯამური ოდენობა. 2. განმცხადებლის წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა წარედგინოს დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც განმცხადებლისთვის ცნობილი გახდება აღნიშნული ფაქტის შესახებ. ეროვნული ბანკის მიერ მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, პირმა არ უნდა გამოიყენოს მნიშვნელოვანი წილის ფლობასთან დაკავშირებული ხმის უფლებები და სხვა უფლებამოსილებები. განმცხადებლის წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენისას, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება არსებობს მიუხედავად იმისა, გეგმავს თუ არა შემძენი იმ ოდენობის წილის გასხვისებას, რომ მის მფლობელობაში არსებული წილი ზღვრულ ოდენობას დაუბრუნდეს. 3. მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ეროვნული ბანკი შეისწავლის წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და ითვალისწინებს შემდეგ შესაფერისობის კრიტერიუმებს: ა) განმცხადებლის რეპუტაციას, რაც მოიცავს მის სანდოობასა და სათანადო კომპეტენციას; ბ) განმცხადებლის მიერ ბანკის ადმინისტრატორად შერჩეული პირის (ასეთი უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში) შესაბამისობას ამ კანონითა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან; გ) განმცხადებლის ფინანსურ სიმყარეს; დ) ბანკის შესაბამისობას პრუდენციულ საზედამხედველო მოთხოვნებთან განმცხადებლის მიერ წილის შეძენის შემდგომ; ე) განმცხადებელთან/ტრანზაქციასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების არარსებობას. 4. პირს ეკრძალება იყოს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. 5. განმცხადებლის შესაფერისობის შეფასებისას ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს პროპორციულობის პრინციპით, რაც გულისხმობს შეფასების კრიტერიუმების შეფასებას ბანკის ზომის, შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის პროფილისა და კომპლექსურობის, წილის ოდენობის, შემძენის სახის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, პირდაპირი/არაპირდაპირი მფლობელი/შემძენი), წილის შეძენის მიზნისა და ბანკზე შესაძლო ზეგავლენის მიხედვით. პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად განისაზღვრება შეფასების ინტენსივობის ხარისხი, შეფასების პროცედურა და წარსადგენი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი. პროპორციულობის პრინციპი არ ვრცელდება განმცხადებლის რეპუტაციის შეფასების ფარგლებში მისი სანდოობის შეფასებზე. 6. ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრება მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ შემძენს. ეროვნული ბანკის თანხმობით დასაშვებია ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა შუალედური მფლობელის სახელით. 7. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, იგი უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონითა და მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გარდა, მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, კონფიდენციალური). 8. კომერციული ბანკის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, რომელიც აპირებს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გაყიდოს კომერციული ბანკის იმ ოდენობის წილი, რომ ამ კომერციული ბანკის კაპიტალში მისი წილი 10, 20, 30 ან 50 პროცენტს ჩამოსცდება, ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს აღნიშნული ტრანზაქციის თაობაზე მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას. 9. კომერციული ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ. 10. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის კრიტერიუმების შინაარსი, მნიშვნელოვანი წილის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები, წარსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შეფასების წესი და პროცედურა. 11. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურები. (ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან)] საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1796 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.
Specialists in this area
These lawyers work in the legal area related to this article.