1.განმცხადებელს უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მომსახურების მიმღების უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ.
2.სააგენტო იწყებს მომსახურების მიმღების უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პირის/პირების ქმედების შედეგად ირღვევა ან შესაძლებელია დაირღვეს მომსახურების მიმღებთა ჯგუფის უფლება.
