პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება სავალდებულო არ არის, თუ არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ მონაცემთა სუბიექტი უკვე ფლობს ამ ინფორმაციას.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი არ მოქმედებს, თუ სპეციალური კანონმდებლობა ადგენს მონაცემთა სუბიექტისგან მონაცემების შეგროვებისას მისი ინფორმირების განსხვავებულ წესს და ეს წესი არ იწვევს მონაცემთა სუბიექტის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას. ამ შემთხვევაში სუბიექტის წერილობითი მოთხოვნის არსებობისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ არ არსებობს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის საფუძვლები.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.
5.დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტს, განსაკუთრებით − თუ მონაცემთა სუბიექტი არასრულწლოვანია, მიაწოდოს მარტივ და მისთვის გასაგებ ენაზე. ამ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება ზეპირად ან წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთა სუბიექტი ინფორმაციის წერილობით მიღებას ითხოვს.
These lawyers work in the legal area related to this article.