1.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა მონაცემთა სუბიექტს უნდა მიაწოდოს გონივრულ ვადაში, ან, თუ მონაცემები გამოიყენება მონაცემთა სუბიექტთან დასაკავშირებლად, მასთან პირველი კომუნიკაციისთანავე, ხოლო თუ დაგეგმილია მონაცემთა გამჟღავნება, − მონაცემთა გამჟღავნებამდე, მაგრამ მონაცემთა მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუკი არ არსებობს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის საფუძვლები.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება არ ვრცელდება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირზე ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირზე, თუ: ა) მონაცემთა სუბიექტი უკვე ფლობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ბ) მონაცემთა შეგროვება ან გამჟღავნება დადგენილია კანონით ან საჭიროა საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად; გ) ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია ან მოითხოვს არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას ან ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ან შეუძლებელს გახდის მონაცემთა დამუშავების კანონიერი მიზნის (მიზნების) შესრულებას. ამ შემთხვევებში დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა მიიღოს სათანადო ზომები მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, მათ შორის, მონაცემების მოპოვების შესახებ ზოგადი ინფორმაციის საჯაროდ/ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით განთავსებით.
These lawyers work in the legal area related to this article.