1.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს რეგისტრაციით, ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა.
2.მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, განმცხადებელს შეუძლია განახორციელოს რეგისტრაციით, ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ.
3.რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელოს რეგისტრაციით, ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა.
4.მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობა. მუხლი 30. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სარეგისტრაციო, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გაუქმება 1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სარეგისტრაციო, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მარეგულირებელი ორგანო.
2.კონკრეტულ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომეტებული რისკის გათვალისწინებით, მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და გარემოს დასაცავად, მარეგულირებელმა ორგანომ შეიძლება მიიღოს რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება.
3.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან ლიცენზიის გაუქმება რეგისტრაციის ან ლიცენზიის მფლობელს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, უზრუნველყოს რადიაციული დაცვა, ბირთვული უსაფრთხოება ან/და დაცულობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მარეგულირებელ ორგანოს დადგენილი წესით წარუდგინოს ინვენტარიზაციის შედეგები და პროფესიული დასხივების დოზების შესახებ მონაცემები.
