ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავტორიზაცია – ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მარეგულირებელი ორგანოს მიერ პირისთვის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება, რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის სახით; ბ) − ცალკეულ ტერიტორიებზე ან ორგანიზაციებში,ჯაჭვური რეაქციის დროს ან მის შედეგად წარმოქმნილი პროდუქტების დაშლისას გამოთავისუფლებული ენერგიით, რადიაციული დასხივებით ან ამგვარი დასხივების რისკით გამოწვეული ისეთი კრიზისული ვითარება, რომელიც საფრთხეს უქმნის ან/და შეიძლება შეუქმნას პერსონალის ან მოსახლეობის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლი, ადამიანთა დაშავება ან/და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი ან/და გარემოს ; გ) − ვალდებულებათა სისტემა, რომელიც ეფუძნება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და მის წევრ ქვეყნებს შორის დადებულ შეთანხმებას; დ) − ობიექტი (ნაგებობისა და აღჭურვილობის ჩათვლით), სადაც ხორციელდება მოპყრობა; ე) − ბირთვულ მასალასთან, სხვა რადიოაქტიურ მასალასთან, ასოცირებულ ობიექტთან ან ასოცირებულ საქმიანობასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი ან განზრახ უკანონო ქმედებების პრევენცია, დეტექტირება და ამ ქმედებებზე რეაგირება; ვ) − მახასიათებლების, დამოკიდებულებისა და ქცევის ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ბირთვული დაცულობის მდგრადობას; ზ) − სამართლებრივი, კვლევითი და საინჟინრო ღონისძიებების ერთობლიობა, რომლის მიზანია ბირთვული ტერორიზმის, ბირთვული და რადიოაქტიური მასალების დატაცების ან მათთან არაკანონიერი მოპყრობის პრევენცია; თ) − ოპერირების სათანადო პირობები, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენცია და ამ სიტუაციის შედეგების მიტიგაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რის შედეგადაც ხორციელდება არასათანადო პერსონალის, მოსახლეობისა და გარემოს დაცვა; ი) − მახასიათებლებისა და დამოკიდებულების ერთობლიობა, რომლითაც რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების საკითხები განსაზღვრულია პრიორიტეტულად და მათ პირის საქმიანობაში სათანადო ყურადღება ენიჭება; კ) − სპეციალური ხლეჩადი მასალა ან ნებისმიერი საწყისი მასალა. სპეციალურ ხლეჩად მასალას განეკუთვნება: ურანი-233, ურანი-235-ით ან ურანი-233-ით გამდიდრებული ურანი; ამ იზოტოპების შემცველი ურანი, რომლის შემადგენლობა აღემატება ბუნებრივს, მაგრამ რომელიც არ არის მადანი ან მადნის ნარჩენი; ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც შეიცავს ერთ ან ერთზე მეტ ზემოხსენებულ ნივთიერებას; პლუტონიუმი, გარდა პლუტონიუმ-238-ისა, რომელშიც იზოტოპური კონცენტრაცია აღემატება 80%-ს. საწყის მასალას განეკუთვნება: ბუნებრივი ურანი, გაღარიბებული ურანი და თორიუმი მეტალური, შენადნობის, სინჯის, ქიმიური მინარევის ან კონცენტრატის სახით; ლ) − გარემოში მუდმივად არსებული , რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივ ან გარემოში არსებულ წყაროებთან, რომელთა კონტროლიც შეუძლებელია; მ) – ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ბირთვული და რადიაციული ობიექტის მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნა; ნ) − პროცესი ან მეთოდი, რომლის დროსაც კონტროლის ღონისძიებებისა და პირობების სიმკაცრე დამოკიდებულია კონტროლის დაკარგვის ალბათობაზე, შესაძლო შედეგებსა და მასთან დაკავშირებულ რისკებზე; ო) მაიონებელი გამოსხივება – გამოსხივება, რომელსაც აქვს გარემოში იონური წყვილების წარმოქმნის უნარი; პ) – დანადგარი, რომელსაც შეუძლია მაიონებელი გამოსხივების გენერირება და რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სამეცნიერო, სამრეწველო ან სამედიცინო მიზნით; ჟ) მაიონებელი გამოსხივების წყარო − მაიონებელი გამოსხივების გენერატორი, ან სხვა ; რ) მარეგულირებელი კონტროლი − მარეგულირებელი ორგანოს მიერ ბირთვული და რადიაციული ობიექტის ან საქმიანობის კონტროლისა და რეგულირების ნებისმიერი ფორმა რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ს) − ტექნიკური რეგლამენტის − „ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული I და II ავარიული მზადყოფნის კატეგორიებისთვის მიკუთვნებული ობიექტები, ასევე ნებისმიერი დანიშნულების ბირთვული და რადიაციული ობიექტი, სადაც საობიექტო შემთხვევების გამო შეიძლება საჭირო გახდეს ობიექტზე დაცვითი ღონისძიებებისა და რეაგირების სხვა ღონისძიებების მიღება, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნების მისაღწევად; ან სადაც წარსულში მოხდა ამგვარი საობიექტო შემთხვევა; ტ) − მაიონებელი გამოსხივების წყაროს ზემოქმედების შედეგად ადამიანების პროფესიული ან/და ; უ) − პირი, რომელსაც წარდგენილი აქვს განცხადება ამ კანონით რეგულირებადი საქმიანობის განხორციელების უფლების მისაღებად ან მიღებული აქვს ამგვარი უფლება; ფ) − მაიონებელი გამოსხივების წყაროს ზემოქმედების შედეგად პერსონალის დასხივება, პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს; ქ) − ქმედება ან პირობები, რომლის დროსაც ადამიანი იმყოფება მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ; ღ) − ადამიანთა დაცვა მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან და მისი მიღწევის საშუალებები; ყ) რადიაციული რისკი − რადიაციული დასხივების მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე (ასევე, ამგვარი ზემოქმედების ალბათობა) და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა რისკი (მათ შორის, გარემოსთვის), რომელიც დასხივების, რადიოაქტიური მასალის (მათ შორის, რადიოაქტიური ნარჩენის) არსებობის ან გარემოში გაფრქვევის, ასევე ბირთვული რეაქტორის ბირთვზე, ბირთვულ ჯაჭვურ რეაქციასა და რადიოაქტიურ ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროზე კონტროლის დაკარგვის პირდაპირი შედეგია; შ) რადიოაქტიური დაბინძურება − ნებისმიერ ზედაპირზე, მყარ, თხევად ან აირად მასალებში რადიოაქტიური ნივთიერების არსებობა, სადაც მათი არსებობა არ არის მოსალოდნელი და სასურველი, ასევე პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს მითითებულ ადგილებში მათ არსებობას; ჩ) რადიოაქტიური მასალა − რადიოაქტიური ნივთიერების შეცველი მასალა; ც) – ნაკეთობები, მათ შორის, გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყარო, მოწყობილობა, ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერება, რომელიც შეიცავს რეგულირებიდან ამოღების დონეზე მეტი აქტივობის კონცენტრაციის რადიონუკლიდებს ან დაბინძურებულია ასეთი რადიონუკლიდებით და რომლის შემდგომი გამოყენება გათვალისწინებული არ არის; ძ) – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის უვადოდ განთავსებულია რადიოაქტიური ნარჩენები, მათი შემდგომი ამოღების განზრახვის გარეშე; წ) – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც ოპერატორმა უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განათავსოს რადიოაქტიური ნარჩენები, გარდა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენებისა, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით; ჭ) – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენები, მათ შორის, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენები, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით; ხ) – ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც შეიცავს ერთ ან რამდენიმე რადიონუკლიდს, რომლის აქტივობა ან აქტივობის კონცენტრაცია რადიაციული დაცვის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია; ჯ) რადიოაქტიური წყარო − რადიოაქტიური მასალის შემცველი წყარო, რომელიც გამოიყენება, როგორც მაიონებელი გამოსხივების წყარო; ჰ) − ქიმიური ელემენტის ატომი, რომლის ბირთვი არასტაბილურია და განიცდის რადიოაქტიურ დაშლას; ჰ 1 ) – მარეგულირებელი ორგანოს მიერ რადიოაქტიური მასალის ან ბირთვული და რადიაციული ობიექტის ამოღება შემდგომი რეგულირების სფეროდან, ავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობების ფარგლებში; ჰ 2 ) – დასხივების ცალკეული კატეგორიის გამიზნული გამორიცხვა მარეგულირებელი კონტროლის სფეროდან; ჰ 3 ) − შემთხვევა, როდესაც მარეგულირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას, მაიონებელი გამოსხივების წყარო ან ბირთვული და რადიაციული საქმიანობა არ დაუქვემდებაროს რადიაციული დაცვის ან/და ბირთვული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებულ ცალკეულ მოთხოვნებს, ვინაიდან გამოსხივება და პოტენციური გამოსხივება მცირეა ან რადიაციული დაცვის უზრუნველსაყოფად ოპტიმალური გამოსავალია; ჰ 4 ) სამედიცინო დასხივება − დასხივება, რომელსაც იღებს: პაციენტი სამედიცინო დიაგნოსტიკის დროს ან მკურნალობის მიზნით; პაციენტის დამხმარე და მომვლელი (გარდა პირისა, რომელზეც ვრცელდება პროფესიული დასხივება); მოხალისე, რომელიც ჩართულია ბიოსამედიცინო კვლევით პროგრამაში; ჰ 5 ) − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ჰ 6 ) − ლიცენზირებული ან/და რეგისტრირებული საქმიანობის ფარგლებში მაიონებელი გამოსხივების ახალი წყაროს ან/და იმავე სამართლებრივი რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ახალი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დამატება; ჰ 7 ) − მაიონებელი გამოსხივების წყაროსა და ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეების, ასევე დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების სისტემური შეფასება; ჰ 8 ) − რადიოაქტიური წყარო, რომელიც არასდროს ყოფილა მარეგულირებელი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ან მიტოვებულია, დაკარგულია, არასათანადო ადგილასაა აღმოჩენილი ან სხვაგვარადაა გადაცემული ავტორიზაციის გარეშე; ჰ 9 ) − მაიონებელი გამოსხივების წყაროს, ბირთვული მასალისა თუ შესაბამისი აღჭურვილობის დაზიანების, დაკარგვის, უკანონო დაუფლებისა და გადაცემის პრევენციის ღონისძიებები.
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
Article 4. ტერმინთა განმარტება
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 10 Dec 2025
Topics:Energy Production
