For information only — not legal advice.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავტორიზაცია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა; ა 1 ) (ამოღებულია - 30.03.2022, №1465) ; ა 2 ) (ამოღებულია - 30.03.2022, №1465) ; ბ) ინდივიდუალური მუშაობა – სასკოლო სასწავლო გეგმით დადგენილი გაკვეთილების (საათების) გარდა, მასწავლებლის მუშაობა მოსწავლესთან/მოსწავლეთა ჯგუფთან ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მისაღწევად; ბ 1 ) დირექტორის ეთიკის კოდექსი – დირექტორის ქცევის წესების ერთობლიობა; ბ 2 ) დისტანციური სწავლება – საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მისაღებად ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დასაძლევად ორგანიზებული, დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილას მოსწავლისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. დისტანციური სწავლების განსახორციელებლად აუცილებელია კურიკულუმის სათანადოდ დაგეგმვა, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება; გ) დისციპლინური გადაცდომა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული წესების დარღვევა; დ) დისციპლინური დევნა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის ან მასწავლებლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა; ე) დისციპლინური სახდელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული ზემოქმედების ზომა; ე 1 ) (ამოღებულია - 20.09.2018, №3439) ; ვ) ეროვნული სასწავლო გეგმა – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისთვის სასწავლო მიზნებსა და მისაღწევ შედეგებს (უნარ-ჩვევებს, ცოდნასა და ღირებულებებს), სწავლების შინაარსს, საგნების საათობრივ განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებს, სასწავლო პროცესის კონცეპტუალურ პრინციპებსა და ადმინისტრაციულ საკითხებს; ზ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში საათების მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში გაწეული მომსახურება; თ) ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, სააღმზრდელო და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ საგნებში გაწეული საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება; ი) ეროვნული შეფასებების სისტემა – სისტემა, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო ამოწმებს, რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა მიღწევები ეროვნული სასწავლო გეგმებით დადგენილ მიღწევათა დონეებს და რამდენად რეალურია ამ დონეების დაძლევა; კ) ექსტერნატი – იმ პირის მიერ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების წესი, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები; ლ) ვაუჩერი – ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების მიღების დასაფინანსებლად; მ) ზოგადი განათლება – განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის მომზადება. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის სწავლის შედეგები შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2 დონისთვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს, ხოლო ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის/სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგები − ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონისთვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს არანაკლებ 11 წელს და არაუმეტეს 12 წელს; მ 1 ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი/ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი; საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი; ნ) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ქვეყანაში არსებული ზოგადი განათლების სისტემის მიზნებს. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი არის ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების სისტემის ძირითადი მაჩვენებლების შემუშავების საფუძველი. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს იღებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) წარდგინებით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს; ო) ზოგადი განათლების საფეხურები – სრული ზოგადი განათლების 3 საფეხური საქართველოში: დაწყებითი საფეხური (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო საფეხური (3 წელი − VII−IX კლასები) და საშუალო საფეხური (2 წელი − X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი − XII კლასი); პ) ზოგადი განათლების სისტემა – ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების, მათი განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, იმ სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების მიღებას; ჟ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა: ჟ.ა) მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც; ჟ.ბ) ამ კანონის 34 1 მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ჟ 1 ) საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა − ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც აღიარებულია უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილი ინსტიტუტის მიერ, რომელთანაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება; რ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომლის სუბიექტები საჯარო სკოლაში არიან: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, ასევე სააპელაციო კომიტეტი – ასეთის არსებობის შემთხვევაში; ს) ( ამოღებულია - 17.03.2006, №2793 ); ტ) (ამოღებულია - 30.03.2022, №1465) ; უ) ინკლუზიური განათლება − თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება; ფ) კაპიტალური ხარჯები – გადასახდელები, რომელთა მიზანია კაპიტალური აქტივების, სტრატეგიული და განსაკუთრებული მარაგის, საქონლის, მიწის, არამატერიალური აქტივების შეძენა, შენობა-ნაგებობების, მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, სატრანსპორტო და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენა, კაპიტალური რემონტი, მშენებლობა და რეკონსტრუქცია; ქ) კერძო სკოლა – კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება; ღ) კლასი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა დროებითი, სულ მცირე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შენარჩუნებული ერთიანობა, რომელიც შედგენილია ეროვნულ სასწავლო გეგმებში მოცემული რეკომენდაციებისა და ამ დაწესებულების წესდების მიხედვით და რომელში გაერთიანებული მოსწავლეებიც ძირითადად ერთად სწავლობენ ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს; ღ 1 ) მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთ საგანს მაინც ასწავლის; სპეციალური მასწავლებელი; ღ 2 ) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი – მასწავლებლის პროფესიული ქცევის ნორმების ერთობლიობა; ღ 3 ) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი – პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების, აგრეთვე კვალიფიკაციების ჩამონათვალი, რომელსაც ამ კანონის 21 2 მუხლით გათვალისწინებული ყველა თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს; ღ 4 ) მასწავლებლობის მაძიებელი – პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სახელოვნებო, სასპორტო ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ესთეტიკური აღზრდის, სპორტის ან ტექნოლოგიების საგნის/საგნობრივი ჯგუფის სავალდებულო საგნების სწავლების შემთხვევაში) და რომელიც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 2 წლისა დასაქმებულია ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; ღ 5 ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობა – მოსწავლეთა თავისუფალი გადაადგილება სა სწავლ ო პროცესში მონაწილეობის მისაღებად როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წეს ებ ით, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლების ა და შეფასებების აღიარება; ღ 6 ) ( ამოღებულია - 28.11.2014, №2822 ) ; ღ 7 ) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა − ამ კანონის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და განსაზღვრავს მასწავლებლის ამ სქემაში ჩართვის პირობებს, მასწავლებლის შეფასების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის გზებსა და საშუალებებს; ღ 8 ) მოსწავლე – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირიცხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; ღ 9 ) მოწვეული მასწავლებელი − პირი (გარდა უცხოელი მოწვეული მასწავლებლისა), რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგანს, რომლის სამუშაო დატვირთვაა არაუმეტეს მასწავლებლის სრული დატვირთვისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგაკვეთილო საათების 50 პროცენტისა და რომელსაც აქვს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ღ 10 ) შემცვლელი მასწავლებელი − დროებით არმყოფი მასწავლებლის შემცვლელი პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგნებს იმ შემთხვევაში, თუ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დროებით არმყოფი მასწავლებლის ჩანაცვლება ამავე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სხვა მასწავლებლით, რომელიც აკმაყოფილებს მინისტრის მიერ მოწვეული მასწავლებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს; ღ 11 ) უცხოელი მოწვეული მასწავლებელი − უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის მასწავლებლობის უფლება აღიარებულია ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს 2 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესის საფუძველზე და რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგანს და რომელსაც აქვს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ღ 12 ) შემცვლელი სპეციალური მასწავლებელი: ღ 12 .ა) დროებით არმყოფი სპეციალური მასწავლებლის შემცვლელი პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 21 3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, ან პირი, რომელსაც აქვს სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება და მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან აქვს სულ მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი და რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულია შემცვლელ სპეციალურ მასწავლებლად, იმ შემთხვევაში, თუ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, დროებით არმყოფი სპეციალური მასწავლებლის ამავე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სხვა სპეციალური მასწავლებლით ჩანაცვლება შეუძლებელია; ღ 12 .ბ) პირი, რომელსაც აქვს სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება და მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან აქვს სულ მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი და რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულია შემცვლელ სპეციალურ მასწავლებლად, იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ აღნიშნულ თანამდებობაზე გამოცხადებული ვაკანსია კონკურსის გზით ვერ შეივსო. აღნიშნულ შემთხვევაში პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შემცვლელ სპეციალურ მასწავლებლად შეიძლება დასაქმდეს შესაბამისი სასწავლო წლის ბოლომდე; ყ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმა − მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილი სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია; ყ 1 ) მოსწავლის ქცევის კოდექსი – მოსწავლის ქცევის წესების ერთობლიობა; ყ 2 ) ალტერნატიული სასწავლო გეგმა − ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად პრინციპებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა, რომელიც განკუთვნილია მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) მოსწავლისათვის და ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია; ყ 3 ) გაფართოებული სასწავლო გეგმა − სასწავლო გეგმა, რომელიც ორიენტირებულია სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებით განპირობებული სპეციფიკური კომპეტენციების გაძლიერებაზე და ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია; ყ 4 ) სპეციალიზებული კლასი − ერთი ასაკის ან არაუმეტეს 3-წლიანი ასაკობრივი სხვაობის, ჰომოგენური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა კლასი; ყ 5 ) ინტეგრირებული კლასი − ჰომოგენური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, სხვადასხვა კლასში ჩარიცხული, ერთი ასაკის ან არაუმეტეს 3-წლიანი ასაკობრივი სხვაობის მოსწავლეთა ერთობა; შ) მშობელი – მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი; შ 1 ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური − შესაბამისი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; შ 2 ) (ამოღებულია - 13.06.2018, №2523) ; ჩ) მცირეკონტინგენტიანი სკოლა − სკოლა, რომელშიც ადგილობრივი პირობების გამო სწავლობს მცირე რაოდენობის მოსწავლე. მცირეკონტინგენტიანი სკოლის ნორმატივს ადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო); ჩ 1 ) მულტილინგვური განათლება – განათლება, რომლის მიზანია სხვადასხვა ენაში მოსწავლეების ენობრივ კომპეტენციათა განვითარება-გაღრმავება. იგი გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში იმგვარი სწავლების ორგანიზებას, რომელიც გაზრდის აღნიშნული ენების შესწავლისა და გამოყენების ქმედითობას; ჩ 2 ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე − მოსწავლე, რომელიც სასწავლო პროცესში დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს, აქვს სწავლასთან ან/და სასწავლო გარემოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი, გახანგრძლივებული სირთულეები ან/და ვერ აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მინიმალურ დონეზე, აგრეთვე მოსწავლე, რომელიც არის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სასწავლო პროცესში დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს, აქვს სწავლასთან ან/და სასწავლო გარემოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი, გახანგრძლივებული სირთულეები ან/და ვერ აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მინიმალურ დონეზე; ჩ 3 ) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება და კონსულტირება − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურება, რომლის ფარგლებშიც პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის/იდენტიფიკაციის მიზნით ხორციელდება ამ პირის/მოსწავლის შეფასება, განათლების საუკეთესო ფორმის შერჩევა და საგანმანა თლებლო პროცესთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ჩ 4 ) ამოღებულია - 29.11.2019, №5406); ჩ 5 ) სოციალური მუშაკი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკი; ჩ 6 ) პანსიონური მომსახურება − მინისტრის მიერ განსაზღვრული კატეგორიის სკოლის/რესურსსკოლის მიერ დღის/სადღეღამისო სერვისის შეთავაზება, რომელიც მოიცავს მოსწავლეების საცხოვრებელი პირობებით, კვებითა და დამატებითი პროგრამებით/სერვისებით უზრუნველყოფას; ჩ 7 ) რესურსსკოლა: ჩ 7 .ა) სენსო რული ან/და მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სკოლა, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, აგრეთვე სათანადო პროგრამებით/სერვისებით უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს; ჩ 7 .ბ) სკოლა, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სრულად მოიცავს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს ან/და საშუალო საფეხურს და ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საგნის გაძლიერებულ სწავლებას; ჩ 8 ) ტრანზიცია − პირის საჭიროებებზე მორგებული და ეფექტიანად კოორდინირებული პროცესი, რომელიც გულისხმობს სასკოლო ასაკის პირის სკოლაში შესვლას და მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობას, რომელიც ხორციელდება ამ პროცესში მონაწილე მხარეების თანამშრომლობით და ემსახურება სასწავლო პროცესში პირის/მოსწავლის წარმატებულ ჩართვას; ც) (ამოღებულია - 02.03.2007, №4412) ; ძ) პედაგოგიური საქმიანობა – მოსწავლეებთან მასწავლებლის საგაკვეთილო და დამატებითი ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა; წ) პილოტირება – ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებისა და ამ მიზნების მიღწევის საშუალებების რეალურობის შემოწმება სკოლებში; წ 1 ) ( ამოღებულია - 28.11.2014, №2822 ) ; ჭ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიციირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო; ხ) სასკოლო სასწავლო გეგმა – სასწავლო გეგმა, რომელიც ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის განსაზღვრავს შუალედურ სასწავლო მიზნებს, ძირითად და დამატებით საგანმანათლებლო რესურსებს, საათობრივ დატვირთვას, შეფასების ინსტრუმენტებს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას, ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებასა და სააღმზრდელო მომსახურებას, ტრანზიციის მხარდამჭერ აქტივობასა და სასკოლო საგანმანათლებლო აქტივობას; ჯ) საჯარო სკოლა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება; ჯ 1 ) ( ამოღებულია - 28.11.2014, №2822 ) ; ჯ 2 ) ( ამოღებულია - 28.11.2014, №2822 ) ; ჰ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე/მოადგილეები და ბუღალტერია; ჰ 1 ) სკოლის პედაგოგიური საბჭო – სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო; ჰ 2 ) სკოლის სამეურვეო საბჭო – სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო; ჰ 3 ) უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება − იმავე სქესის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული იმავე სქესის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ მოსწავლის დათვალიერება მეტალოდეტექტორის გამოყენებით, ფიზიკური შეხების გარეშე ან/და ნივთის დათვალიერება მეტალოდეტექტორის გამოყენებით; ჰ 4 ) საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის − ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად. ჰ 5 ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი − მინისტრის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომლის გავლაც პირს დისტანციურად შეუძლია. აღნიშნული კურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; ჰ 6 ) სპეციალიზებული კომისია – შესაბამისი დარგის ექსპერტებისგან, სპეციალისტებისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პირებისგან შემდგარი, საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ შექმნილი სპეციალიზებული კომისია, რომელიც იმავე მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე შეიმუშავებს სახელმძღვანელოს/სერიას და წარადგენს მას გრიფირებისთვის. ეს კომისია აგრეთვე უფლებამოსილია დაადგინოს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე შექმნილი ალტერნატიული სახელმძღვანელოების/სერიების ზემოაღნიშნულ ძეგლთან შესაბამისობა. [ჰ 6 ) (ამოღებულია - 04.02.2026, №1353) (ამოქმედდეს 2028 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4530 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.119 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3292 - სსმ I, №37, 14.07.2010წ., მუხ.223 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3544 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.291 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4204 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4321 – ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4322 – ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5513 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 27 დეკემბრის კანონი №173 – ვებგვერდი, 08.01.2013წ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №102 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონი №2523 - ვებგვერდი, 29.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2753 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3243 – ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3439 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3443 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2019 წლის 19 აპრილის კანონი №4524 – ვებგვერდი, 24.04.2019წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5406 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6286 – ვებგვერდი, 15.06.2020წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6829 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 1 თებერვლის კანონი №1353 – ვებგვერდი, 08.02.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2022წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2250 – ვებგვერდი, 14.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3663 – ვებგვერდი, 05.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3825 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3959 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4372 – ვებგვერდი, 30.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №83 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1353 - ვებგვერდი, 05.02.2026წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1720 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.
Closest in meaning — including in other laws
ზოგადი განათლების შესახებ