წყლის რესურსების მართვის შესახებ
წყლის რესურსების მართვის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
წყლის რესურსების მართვის შესახებ
Always up-to-date legal framework
ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა არ გაიცემა, თუ: ა) დარღვეულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები; ბ) წყალსარგებლობის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს; გ) ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ჩაშვებით დაინტერესებულ პირს არ გააჩნია სათანადო მოწყობილობა (ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა, დანადგარი), რომელიც უზრუნველყოფს წყლის დაბინძურების, დანაგვიანების ან მასზე სხვაგვარი უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებას; დ) ნებართვის გაცემა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.