Article 117. პირის სამხედრო სასწავლებელში ან სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხვის წესი
1. აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე გადის უწყებრივი შერჩევის ეტაპს, რომლის პროცედურებსაც განსაზღვრავს სამხედრო სასწავლებელი.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გარდა, პირის სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვის წინაპირობაა მის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული კონტრაქტის ხელმოწერის ვალდებულება.
3. პირის სამხედრო სასწავლებელში, აგრეთვე სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხვის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.
4. სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით შეიძლება გახდეს 17 წლის პირი. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1138 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
თავდაცვის კოდექსი
