Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან/და მხარდამჭერი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში საერთაშორისო სწავლების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის საფუძველია: ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება, თუ საერთაშორისო სწავლებაში სამინისტროსთან ან/და სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ერთად ერთი ან ერთზე მეტი სხვა ადმინისტრაციული ორგანო მონაწილეობს.
3.ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) წევრ ქვეყნებსა და პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე ქვეყნებთან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მხარდამჭერი დოკუმენტით შეიძლება განისაზღვროს „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოთა შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ“ შეთანხმებისა და „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ“ შეთანხმების გამოყენების პირობები.
4.საერთაშორისო სწავლების ჩატარებისას მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხები წესრიგდება მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციით.
These lawyers work in the legal area related to this article.
Liana ZagashviliიურისტიIndependent
Ioseb GabaraevDoctor of Law, Professor, LawyerIndependent
Nino LipartiaDoctor of Law, Professor, LawyerIndependent
Mia ZoidzeLawyer, co-founder of the company "Giorgi Pantsulaia and Partners".Company
Nino KhutsishviliიურისტიIndependent
Salome BezhashviliAttorney at law / MediatorIndependentCited by