1.სასამართლოს გადაწყვეტილებით პირს სამხედრო წოდება ჩამოერთმევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2.სამხედრო წოდების ჩამორთმევის შემთხვევაში პირს შეუწყდება სოციალური გარანტიებით სარგებლობის უფლება, რომელიც სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით წარმოეშვა.

