Article 52. სამხედრო სამსახურის სტაჟი
1. სამხედრო სამსახურის სტაჟი (ნამსახურობის კალენდარული წლები) მოიცავს: ა) სამხედრო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, გარდა აქტიურ სარეზერვო სამსახურში არსებულ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდისა; ბ) სამხედრო ან სასწავლო შეკრებაზე ყოფნის პერიოდს; გ) საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდს (იუნკერი, კურსანტი, მსმენელი, სტუდენტი), აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდს; დ) 1991 წლის 21 დეკემბრამდე სსრკ-ის ჯარში სამსახურის პერიოდს; ე) სამხედრო სამსახურის იმ უწყებებში (ორგანიზაციებში) გავლის პერიოდს, რომლებში სამსახურის გავლაც საქართველოს კანონმდებლობით სამხედრო სამსახურად მიიჩნევა/მიიჩნეოდა; ვ) კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდს, მაგრამ კადრების განკარგულებაში თითოეული გადაყვანისას არაუმეტეს 4 თვისა; ზ) ამ კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თანამდებობიდან გათავისუფლების პერიოდს, მაგრამ თანამდებობიდან თითოეული გათავისუფლებისას არაუმეტეს 4 თვისა; თ) სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გამოძახების შემთხვევაში − შემკრებ პუნქტში გამოცხადებიდან სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის დასრულებამდე პერიოდს; ი) აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფი პირის გამოძახების შემთხვევაში − შესაბამის ქვედანაყოფში გამოცხადებიდან ამ ქვედანაყოფში აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდს; კ) საქართველოს სახელმწიფო უწყებაში სამსახურის გავლის პერიოდს, თუ სპეციალური წოდება სამხედრო წოდებას გაუთანაბრდა და სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები სამხედრო სამსახურის სტაჟში ჩაითვალა.
2. სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი ითვლება შრომის საერთო სტაჟში. საქართველოს 2026 წლის 13 მაისის კანონი №1555 – ვებგვერდი, 14.05.2026წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
თავდაცვის კოდექსი
