Article 44. იმ საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა უფლებები, რომლებიც ახორციელებენ საგამოკვლევო სამუშაოებს
Consolidation №6 Verified against the current consolidation · 21 Dec 1987
საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ასრულებენ საგამოკვლევო სამუშაოებს, უფლება აქვთ დადგენილი წესით ჩაატარონ გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები, ააგონ დროებითი ტიპის შენობები და ნაგებობანი საწარმოო, საბინაო და კულტურულ-საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის, გამოიყენონ სამეურნეო საჭიროებისათვის საერთოდ გავრცელებული სასარგებლო წიაღისეული და წყალთა ობიექტები. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
