1.სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისთვის შეთავაზება ან/და მიყიდვა, თუ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ემისიის პირობებით/სახელშეკრულებო პირობებით განსაზღვრული ღირებულება 200 000 ლარს არ აღემატება, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულდება შემდეგი პირობები: ა) საბაზისო აქტივი არის იმ სესხებიდან/კრედიტებიდან გამომდინარე მოთხოვნა, რომლებიც გაცემულია კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა პირის მიერ; ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორს) ან/და შესაბამის სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რომელიმე სარეიტინგო სააგენტოს მიერ მინიჭებული უნდა ჰქონდეს საკრედიტო რეიტინგი.
2.ინიციატორმა და სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა პოტენციურ ინვესტორს მისი მოთხოვნის შემთხვევაში, აგრეთვე ინვესტორსა და ეროვნულ ბანკს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით უნდა გაუმჟღავნონ სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) სეკიურიტიზაციის ამსახველი ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც შესაბამისი ტრანზაქციის შინაარსის ანალიზისთვისაა საჭირო; ბ) საბაზისო აქტივების შესახებ პერიოდული ინფორმაცია.
3.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ინიციატორისა და სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ შესაბამისი ინფორმაციის გამჟღავნებასა და ანგარიშების წარდგენასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები. თავი VII. სეკიურიტიზაციის ბაზრის რეგულირება და ზედამხედველობა


