1.სტიქიური უბედურების, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიის ან მასობრივი არეულობის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პენიტენციური დაწესებულება დაზიანდა ან გამოუსადეგარია კანონით გათვალისწინებული მიზნებისთვის, პენიტენციურ დაწესებულებაში შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული პირობები.
2.პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადით შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი მინისტრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა მინისტრის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრამდე.
