Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილ მდგომარეობას კრიზისულ ვითარებად აფასებს ამ დაწესებულების დირექტორი. იგი კრიზისული ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის გენერალურ დირექტორს. თუ სამსახურის გენერალური დირექტორი სათანადო ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ვითარებას კრიზისულად მიიჩნევს, იგი ამის თაობაზე ატყობინებს მინისტრს.
3.პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების სამართავად დასაშვებია ამ დაწესებულების ტერიტორიაზე სამსახურის სპეციალური ინტერვენციების რაზმების შესაბამის მოსამსახურეთა მოქმედება. მათ უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ ამ კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.
4.პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვის პროცესში სამსახურის სპეციალური ინტერვენციების რაზმების ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას მინისტრის თანხმობით იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი.
5.პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვისას სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციას.
6.პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
7.პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვისას სამსახური ვალდებულია უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.
These lawyers work in the legal area related to this article.
Cites