1.
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი.
3.ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება უფლება – მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება.
4.ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს.
5.დისციპლინური დარღვევის ჩამდენ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მოწმეს, დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები. ისინი დაერთვის დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულებას.
6.დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება.
7.ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება მისი პიროვნება და ქცევა, მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის გარემოებები და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახსნა-განმარტება ამ დარღვევასთან დაკავშირებით. დისციპლინური დარღვევის საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულების შეფასების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
8.ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, რომელიც ეხება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის გამოყენებას. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატი არ გამოცხადდება ზეპირ მოსმენაზე, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული ზეპირ მოსმენაზე დასწრებაზე უარს აცხადებს, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. საწინააღმდეგო შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული.
9.ზეპირი მოსმენა/სხდომა, რომელიც ეხება დისციპლინური სახდელის გამოყენებას, შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული არ ცხადდება სხდომაზე ან თავისი ქმედებით არღვევს წესრიგს ან სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
Cites
Cited by