Article 70. დისციპლინური დარღვევა
დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ისეთი ქმედება, რომელიც არღვევს პენიტენციური დაწესებულების დებულებას, წესრიგს, ზიანს აყენებს უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ: ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა; ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა; გ) დაწესებულების მოსამსახურის, სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისდამი დაუმორჩილებლობა ან მისთვის წინააღმდეგობის სხვაგვარად გაწევა; დ) სხვა პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან მისი ღირსების სხვაგვარად შელახვა; ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება ან განადგურება (მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის შეცვლით); ვ) დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების დარღვევა/საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა; ზ) სარგებლის მისაღებად დაწესებულების ტერიტორიაზე საქმიანობის ამ დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე განხორციელება; თ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებული მოწყობილობის/სისტემის ფუნქციონირებაში ამ დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობის დიზაინისა და ფუნქციების თვითნებურად შეცვლა; ი) დაწესებულების ტერიტორიაზე იმ ნივთის დამზადება, ფლობა ან გამოყენება, რომლის ქონაც ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას; კ) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; ლ) ნებისმიერი ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საკნიდან საკანში ან დაწესებულების გარეთ; მ) დაწესებულების დებულების, დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
პენიტენციური კოდექსი
