1.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხოველის კეთილდღეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად ცხოველს ყიდის რეალიზატორი.
2.
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ
1.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხოველის კეთილდღეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად ცხოველს ყიდის რეალიზატორი.
2.
Closest in meaning — including in other laws
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ
Always up-to-date legal framework
3.რეალიზატორი ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია.
4.რეალიზატორს უფლება არ აქვს, ჰყავდეს ცხოველი, რომელიც რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში.
5.ცხოველის კეთილდღეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად რეალიზატორი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ცხოველის კვება-დარწყულება; ბ) უზრუნველყოს ცხოველის განსათავსებელი სივრცის გამოყოფა, მისი სათანადო ინსოლაცია/განათება, დათბუნება და ვენტილაცია; გ) უზრუნველყოს ცხოველის რეგულარული გასეირნება; დ) უზრუნველყოს ცხოველი ვეტერინარული მომსახურებით, მათ შორის, ცოფისა და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაციით; ე) უზრუნველყოს სარეალიზაციო ობიექტის ტერიტორიაზე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; ვ) სარეალიზაციო ობიექტის ტერიტორიაზე არ დაუშვას არავაქცინირებული (ანტირაბიული ვაქცინაცია) ან/და საშიში (მათ შორის, ზოონოზური) დაავადების მქონე ცხოველი; ზ) არ დაუშვას 2 თვის ასაკამდე ლეკვისა და 4 თვის ასაკამდე კნუტის დედისგან მოშორება გაყიდვის მიზნით; თ) უზრუნველყოს სარეალიზაციო ობიექტზე ცხოველის შემოყვანისა და გაყიდვის აღრიცხვა.
6.რეალიზატორი ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, ინფორმაციის დროული გაცვლით ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.