1.კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და მისი დაცვისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
1.კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და მისი დაცვისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისთვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლებისთვის.
3.კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უნდა ატარებდეს მისი ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელ სამკერდე ნიშანს (მოწმობას).
4.დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში შეიარაღებული პირის შესვლა.
5.კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის საუბნო საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია, რაზედაც დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. აქტში აღინიშნება დამრღვევის სახელი და გვარი, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრები, დარღვევის არსი და მისი ჩადენის ზუსტი დრო. ამ შემთხვევაში გაძევებულ პირს ეკრძალება კენჭისყრის დღეს ნებისმიერ საარჩევნო უბანში/კენჭისყრის შენობაში შესვლა/ყოფნა, გარდა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემთხვევისა. გაძევებულ პირთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია აწარმოებს გაძევებულ პირთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზას.
6.თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ წესრიგს ანდა ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას.
7.გამონაკლის შემთხვევაში კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა საკუთრივ კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთვის ან დაცვისთვის. ასეთი აუცილებლობის აღმოფხვრისთანავე პოლიციის მუშაკებმა უნდა დატოვონ კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორია.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.