1.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომსახურების ცენტრებში ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია: ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეების და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) განაწილების, გატარების და სამომხმარებლო ტარიფების და მასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ; გ) აბონენტის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ; დ) გასული წლის (წლების) საქმიანობის ანგარიში, ასევე მომავალი წლის სამუშაო გეგმისა და საინვესტიციო პროგრამის შესახებ; ე) ინფორმაციის გავრცელების მედიასაშუალებების ჩამონათვალი (იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულის მითითებით, რომლის შესახებაც იქნება ინფორმაცია გავრცელებული), ელექტროენერგიით მომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტებისა და აღდგენის, ასევე ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) ჟურნალის ჩანაწერები; ვ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების შესახებ, მათ შორის, ელექტროენერგიის სავარაუდო ღირებულებისა და საკონტაქტო რეკვიზიტების მითითებით (მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ამ მიზნით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე); ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღია (საჯარო) ინფორმაცია.
2.ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია განათავსოს (გამოაცხადოს) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ოფიციალურ ვებ-გვერდზე), ისე რომ არ მოხდეს სხვა პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს, მისი მიღებიდან უმოკლეს ვადაში (არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა) ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.
3.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომსახურების ცენტრებში თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ეს წესები. ასევე ყველა ის აქტი თუ დოკუმენტი, რომელიც ეხება მომსახურებისა და ანგარიშსწორების საკითხებს.

