1.მომხმარებელი ვალდებულია, განაწილების ლიცენზიატს წინასწარ აცნობოს მის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ.
2.თუ 380/220 ვ. ძაბვის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებელი ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრეს გაზრდის ისე, რომ მისი მოთხოვნილი ან ფაქტობრივი მოხმარებით გაზრდილი სიმძლავრე აღემატება12 კვტ-ს, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ამ წესების შესაბამისად გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური (კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი მისაერთებელი სიმძლავრის საფასურით).
