1.მიმწოდებელი ვალდებულია იქონიოს ოფიციალური ვებგვერდი და მოახდინოს მისი განახლება ამ წესებში მოცემული პირობების შესაბამისად.
2.მიმწოდებელი ვალდებულია ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ოფიციალურ ვებგვერდზე) განათავსოს (გამოაცხადოს): ა) საცალო მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის მოცულობების, ასევე მისი ფასისა და თავისუფალი (ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი) მოცულობების შესახებ ინფორმაცია (კომისიის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად); ბ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულებები მომსახურების სხვადასხვა პირობებისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასის მითითებით (მათ შორის, ამ წესების დანართი 1-ით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება).
