1.უფროსი მსაჯულის მიერ ვერდიქტის ხელმოწერის შემდეგ ნაფიცი მსაჯულები ბრუნდებიან სასამართლო სხდომის დარბაზში და უფროსი მსაჯული სხდომის თავმჯდომარეს გადასცემს ვერდიქტს.
2.სხდომის თავმჯდომარემ უნდა წაიკითხოს ვერდიქტი და უნდა დარწმუნდეს შემდეგში: ა) ვერდიქტი თითოეულ ბრალდებაზე სწორი კენჭისყრის შედეგად არის მიღებული; ბ) არ არის აშკარა წინააღმდეგობა ვერდიქტის ფორმებს შორის; გ) ვერდიქტი გამოტანილია ყველა წარდგენილ ბრალდებაზე.
