Article 14. ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო
1. ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული სამედიცინო, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირების მიზნით და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული უწყებათაშორისი თანამშრომლობის უზრუნველ ყოფის მიზნით იქმნება ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომ – საბჭო).
2. საბჭოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. საბჭო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დაწესებულებ ებიდან მოითხოვოს მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
4. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
5. ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებისა და შეფასების, აგრეთვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვის მიზნით საბჭო უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარებისა და უკანონო ბრუნვის მონიტორინგის სისტემის შექმნას და მისი ფუნქციონირების ხელშეწყობას.
