1.სკოლის დირექტორი სტაჟირების ხელმძღვანელის წარდგინებით ამ კანონის 66 26 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში ნიშნავს სტაჟირების კოორდინატორებს.
2.სტაჟირების კოორდინატორი შეიძლება იყოს მოსამართლე, პროკურორი ან დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირი.
3.სტაჟირების კოორდინატორი: ა) წარმართავს და ზედამხედველობს იუსტიციის მსმენელის სტაჟირებას; ბ) სტაჟირების დასასრულს მასთან მიმაგრებულ თითოეულ იუსტიციის მსმენელს ანიჭებს საკვალიფიკაციო ქულას და აძლევს წერილობით რეკომენდაციას; გ) სტაჟირების დასასრულს სტაჟირების ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს სტაჟირების პროგრამის შესრულების შესახებ.
4.სტაჟირების გავლის დროს იუსტიციის მსმენელის მიერ შესასრულებელი დავალებების სახეები განისაზღვრება სტაჟირების პროგრამით.
5.სტაჟირების შეფასების სისტემა და იუსტიციის მსმენელისათვის საკვალიფიკაციო ქულის მინიჭების წესი განისაზღვრება სკოლის წესდებით. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
