1.დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს უფლება აქვს, განაცხადოს სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან სადისციპლინო კოლეგიის მთელი შემადგენლობის აცილება, თუ არსებობს სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინური საქმისაგან ჩამოცილების ამ კანონის 75 28 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. იგი ვალდებულია დაასახელოს აცილების მოტივი და დაასაბუთოს აცილება. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს ასევე უფლება აქვს, განაცხადოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წარმომადგენლის აცილება, რომელიც მის საქმეზე დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად არის დანიშნული.
