1.დისციპლინური სახდელებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) მკაცრი საყვედური; დ) ხელფასის 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაქვითვა არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში; ე) სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; ე 1 ) მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა; ვ) მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. 1 1 . შენიშვნა, საყვედური, მკაცრი საყვედური, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ძირითად დისციპლინურ სახდელად. 1 2 . სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება, ხელფასის 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაქვითვა, მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად.
