სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, თუ სადისციპლინო კოლეგიამ უკანონოდ გაამართლა მოსამართლე, უკანონოდ შეწყვიტა მის წინააღმდეგ აღძრული დისციპლინური საქმე, ანდა უკანონოდ დააკისრა მას დისციპლინური პასუხისმგებლობა და გამოიყენა დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისთანავე სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მიიღოს ამ კანონის 75 41 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გარდა. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
Article 75^66. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი
Consolidation №61 Verified against the current consolidation · 4 Mar 2026
