სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ, თუ: ა) საქმე განიხილა სადისციპლინო კოლეგიის არაკანონიერმა შემადგენლობამ; ბ) სადისციპლინო კოლეგიამ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ ეცნობა სხდომის თაობაზე; გ) გადაწყვეტილება მიღებულია საქმის განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დაირღვა პროცესის კონფიდენციალურობის წესები; დ) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია; ე) გადაწყვეტილება ხელმოუწერელია სხდომის თავმჯდომარის ან მდივნის მიერ; ვ) საქმეში არ არის სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმი. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
Article 75^67. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი
Consolidation №61 Verified against the current consolidation · 4 Mar 2026
