Article 40^1. ნოტარიუსის მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია
Consolidation №28 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
1. ნოტარიუსი სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოსაგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაციას „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. დაქორწინების მსურველ პირებთან შეთანხმებით ქორწინების რეგისტრაცია ნოტარიუსმა შეიძლება განახორციელოს საზეიმო ვითარებაში. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ნოტარიატის შესახებ
