სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ
Article 27^1. შიდა აუდიტის და დაწესებულების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარების საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფები
Consolidation №12 Verified against the current consolidation · 19 Oct 2023
საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია ჩართულობისა და კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად, საჭიროებათა ანალიზის განსახორციელებლად და სხვა მიზნით შექმნას შიდა აუდიტის და დაწესებულების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარების საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფები. ამ ჯგუფების შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
